ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა

დღეს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ფოთის მერია სახლის გადახურვის სამუშაოებს ახორციელებდა.
მომხდარის ადგილზე მივიდა სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო რმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.



![ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/03/დადიანი2.jpg)