სოფელ ჭითაწყარში მდებარე სასაფლაოზე ხანშიშესული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში მდებარე სასაფლაოზე ხანშიშესული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა და მესაფლავედ მუშაობდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.გარდაცვლილის ცხედარი კი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.




