ზუგდიდში ასაკოვანმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ასაკოვანი მამაკაცი ი.კ შეიყვანეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია აქვს მოხვედრილი. stv-ს ინფორმაციის მამაკაცი ავადმყოფობდა და მან გამთენიისას თვითმკვლელობა სცადა.
ექიმების ინფორმაციით მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




