საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს გოლი გაუტანა. შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი–ოფში გავიდა.




![ხვიჩა კვარაცხელიამ „მარსელს“ გოლი გაუტანა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F1200x680-1770621733424.jpg&w=3840&q=75)

