რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“, ვალერი ბგანბა აცხადებს, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„რუსულმა მხარემ აკრძალა მანდარინის იმპორტი აფხაზეთიდან ,,სანიტარული სამსახურების” გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ბგანბამ.
მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა თათბირზე, რომელიც ენერგეტიკის სფეროში პრობლემებს ეხებოდა, რუსეთის მხრიდან დაფინანსების თითქმის მთლიანად შეჩერების შესახებ განაცხადეს.






