გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საქართველოს წარდგენილ რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი!
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს გაეროში დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს – ლაშა დარსალიას და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“ – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





