ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა

ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა.
იგი მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე მოსწავლეთა ვარჯიშს დაესწრო და სკოლის მწვრთნელებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
ფედარაციის პრეზიდენტი სტადიონზე არსებულ ვითარებას გაეცნო და როგორც საფეხბურთო სკოლის მესვეურებთან საუბრისას განაცხადა, ფედერაცია სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მოედნის ახალი საფარის დაგებას უზრუნველყოფს.
მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტი: უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება

პრეზიდენტი: უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამ. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში




