სენაკის საარჩევნო უბნებზე “ნაციონალები” მოქალაქეებზე ზეწოლასა და პროვოკაციას ახორციელებენ

სენაკის 64 საოლქო საარჩევნო კომისიის ორ უბანზე, კერძოდ მეტვრამეტე და მეექვსე უბნებზე ენმს წარმომადგენლები მოქალაქეებზე ზეწოლასა და პროვოკაციას ახორციელებენ.
როგორც სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, მეთვრამეტე უბანზე ენმს წარმონადგენელმა ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს არ მისცა მისი უფლებამოსილების განხორციელების უფლება, ხოლო მეექვსე უბანზე ენმ-ს მხარდამჭერი არასამთავრობოები ამომრჩევლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციულად მიმართავდნენ, რითაც დესტაბილიზაციის ფონის შექმნას ცდილობდნენ.
მისივე თქმით, ორივე ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილია. თავად ენმ-ს დამკვირვებელი მირანდა მირცხულავა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს და 18 საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღებას ახორციელებს, რაც კანონით დაუშვებელია.






