ზუგდიდის საარჩევნო კომისიის მეოცე უბნის თავმჯდომარემ ყოფილ პროკურორს უჩივლა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მეოცე უბნის თავმჯდომარემ სალომე წულაიამ ყოფილი პროკურორისა და უფლებადამცველ რომეო საჯაიას წინააღმდეგ განცხადება ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში შეიტანა.როგორც წულაია აცხადებს, საჯაიამ მას მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე, სადაც 28 ნოემბერს სამაგიდო სიის ფურცელი დაიკარგა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. უბანზე ფურცლის დაკარგვის გამო კენჭისყრის პროცედურა რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო, თუმცა მალევე აღდგა.






