ფოთში სტიქია მძვინვარებს. ქარის სიჩქარე 30მ/წმ-ს აღემატება.
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია შენობების სახურავები, ავტომობილები, წაქცეულია ხეები, დაზარალდა მოსახლეობა.
ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ქალაქის სხვადასხვა უბანში, არსებულ ვითარებას მოადგილეებთან ერთად გაეცნო.