ახალი წლის შემდეგ საქართველოში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება

ახალი წლის შემდეგ საქართველოში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ STV-ს წყარო ღიად საუბრობს, თუმცა ოფიციალური კომენტარები აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ კეთდება.
სამთავრობო ცვლილებეი ქვეყნის პრემიერის შეცვლით დაიწყება. მამუკა ბახტაძე ქვენის პირველი პირის სავარძელს სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ დაემშვიდობება. მისი სამართალმემკვიდრე კი, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იქნება.
სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძესთან ერტად თანამდებობებს დატოვებენ, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს მოქმედი მინისტრის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე დაიკავებს, ხოლო მაია ცქიტიშვილის შემცვლელად აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია სახელდება. ლევან იზორიას კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე შეცვლის.
მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „საამაყოა, რომ 35 წლის შემდეგ, ჩვენს ქალაქს კრივში ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს“

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება – აშენდა 174 ახალი სკოლა, 1000-ზე მეტი სკოლის და 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა



