“ერთად გადატანილი მრავალ ბრძოლის შემდეგ!” ზურაბიშვილი “უცნობთან” ერთად ფოტოს აქვეყნებს

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან, იგივე უცნობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. სალომე ზურაბიშვილი ბათუმში, კლუბში გამართულ “უცნობის” სოლო კონცერტს დაესწრო და ფოტო სწორედ კონცერტის დასრულების შემდეგ არის გადაღებული.
ზურაბიშვილმა ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა:
“ბათუმი – უცნობი: ერთად გადატანილი მრავალ ბრძოლის შემდეგ! წარმატებული კონცერტი!” – წერს ზურაბიშვილი.






