ცოლმა ქმარი მობილურის პაროლის დამალვის გამო დაწვა

ინდონეზიაში ცოლმა ქმარი მობილური ტელეფონის პაროლის დამალვის გამო დაწვა.
დედი პურნამა სახლის სახურავზე იმყოფებოდა, როდესაც ახალგაზრდა ქალმა მას სთხოვა მისი მობილური ტელეფონის პაროლი ეთქვა, რაზედაც ქმარმა უარი განაცხადა. ამის გამო მათ შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა.
გაბრაზებული ქმარი სახურავიდან ჩამოვიდა და ქალს გაარტყა. ამის პასუხად ცოლმა მას ბენზინი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა.
მეზობლებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა დამწვრობის მაღალი ხარისხის გამო 2 დღის შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა
მსგავსი სიახლეები

ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო 560 ქილა აჯიკა დაილუქა ბათუმში

პაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ




