საკადრო ცვლილებები და ახლებური ხედვები -სამეგრელოს გუბერნატორმა პირველი განცხადება გააკეთა

სამეგრელოს ახალი გუბერნატორის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში ეცდება ძირფესვიანად შეისწავლოს საკითხები, ყველა საკითხზე შეიქმნას საკუთარი აზრი და უფრო დეტალურად გაეცნოს ვითარებას რეგიონში.
ამასთან, ალექსანდრე მოწერელია აპირებს საკადრო ცვლილებებს რეგიონში, თუმცა პრიორიტეტული მისთვის კადრების შერჩევისას პროფესიონალიზმი იქნება.






