წალენჯიხაში შიდა საუბნო გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ წალენჯიხაში, სასარიოს უბნის ტერიტორიაზე, შიდა საუბნო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 195 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფარგლებში სრულდება. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 67 425 ლარს.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ანდორა-365“, დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხა-ცხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.






