stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

სენაკში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

07.03.2019 / 7 მარტი 2019
სენაკში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჟიულის დამ – ცისანა შარტავამ, გმირის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ჟიული შარტავას თავდადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს: მეუფე შიომ, მეუფე საბამ, ალექსანდრე მოწერელიამ, ირაკლი ბერაიამ, ლევან კუპრეიშვილმა, ბაკურ გულუამ, რატი შარტავამ, დამირ კუჭავამ.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაცემულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.

გმირის სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრები ეწვივნენ მისივე სახელობის კლას-კაბინეტს, რომლის შემდეგაც სკოლის საკონცერტო დარბაზში ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

დიდ ეკრანსა და სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სამშობლოსათვის გულანთებული მამულიშვილის, მამულის ფიქრითა და გარჯით სავსე, ცოტნე დადიანის დარი კაცის – ჟიული შარტავას ცხოვრების გზა – ყრმობა, ოჯახი და გარემო, სადაც იგი ჩამოყალიბდა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრულის ამბავი… ამბავი კაცისა, ვინც მთელ თაობას ნამუსი მოწმინდა და ღირსება დაუბრუნა. ვისი შესაძლებლობების განსაზღვრა, მართლაც რომ, შეუძლებელი იყო. ვინც, სულიერების მწვერვალს მიღწეულმა, მოწამეობრივი აღსასრულით, საოცარი მაგალითი დაგვიტოვა, მაგალითი, რომელიც გვავალებს, მაქსიმალური გავიღოთ ქვეყნის სასიკეთოდ, მისი გარდაუვალი გამთლიანებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

Banner 1
წინა პოსტი

“ლიბერთი ბანკი”-ს  დაყაჩაღების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი პარტიზანი და მოქმედი თანამშრომელია

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო გაიმართა

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო გაიმართა

სენაკში, პატრიარქის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა (R)

სენაკში, პატრიარქის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა (R)

ჟიული შარტავას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მის მშობლიურ ქალაქ სენაკში ღონისძიებები გაიმართება

ჟიული შარტავას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მის მშობლიურ ქალაქ სენაკში ღონისძიებები გაიმართება

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება