ოთარ დანელია – დღეს არის უმძიმესი დღე, ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ტრაგედია

ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ მიუსამძიმრა. მისი თქმით, დღეს არის უმძიმესი დღე და კიდევ ერთი ტრაგედია.
“დღეს არის უმძიმესი დღე, ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ტრაგედია. იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილია ოკუპირებული, ხდება ფაქტები, რომლებზეც ჩვენ სული კონტროლი არ გვაქვს სამწუხაროდ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგრობის ჩართულობა, რათა მაქსიმალურად პასუხი მოეთხოვოს ოკუპანტს იმ თემებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად და ყოველდღიურად ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი რეაგირება, ამასთან უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის საბილოო დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი ზეწოლას და შესაბამისი რეაგირება გავაკეთოთ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარეით”, – აღნიშნა დანელიამ.
ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოადგენლებმა. 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას სენაკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და დედის გვერდით ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.






