stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1603

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4302

დღის ამბები

2589

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოში სამუშაო შეხვედრები გამართა

19.03.2019 / 19 მარტი 2019
მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოში სამუშაო შეხვედრები გამართა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოადგილესთან კობა ქანთარიასთან და ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად, სპეციალურად დაკომპლექტებულ ჯგუფებს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო და დაგემილი ღონისძიებების ძირითად პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია – მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი – აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა; აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები – მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები – საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა.

საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილია, ასევე მავნებელთან ბრძოლის ახალი სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომლექსურ ღონისძიებებს გაატარებს. გასვლითი შეხვედრები საკარმიდამო ტერიტორიებზე 22 მარტიდან დაიწყება.

ფიტოსანიტრების და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ, სადაც შეისწავლიან მავნებლის რაოდენობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც სამეგრელოს ათივე მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია იმ ღონისძიებსბის შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი სამეგრელოს რეგიონში გეგმავს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ გამართულ სამუშო შეხვედრებს მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლრბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდის მერია “არაფერი მოქალაქეებზე მოქალაქების გარეშე” პროექტს განაგრძობს

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

შს მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

შს მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრები გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრები გამართა

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება