ირაკლი კობახიძის განცხადებით პარტიაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის

“არც ზუგდიდში და ზოგადად არც სამეგრელოში პარტიული რეორგანიზაცია არ იგეგმება. ყველა პარტიის თავმჯდომარე შეინარჩუნებს თანამდებობას”-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შე4ხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
,, მთელი ქვეყნის მაშტაბით ვატარებთ პარტიულ შეხვედრებს აქტივთან, დღეს შეხვედრები სამეგრელო ზემო-სვანეატუს აქტივთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან და მერებთან შედგა. ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც ზოგადად ჩამოყალიბებულია რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები და ეს იყო შეხვედრის მთავარი მიზანი,”- განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა რეგიომში პარტიის თავმჯდომარეების ცვლილება, კობახიძემ უპასუხა რომ არა. ,,რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეებს, ისინი არჩეულები არიან ადგილობრივი კონფერენციების მიერ, შესაბამისად ცვლილებები არ იქნება და არც იგეგმება. ვაგრძელებთ მუშაობას.ჩვენი მთავარი მიზანია ერთობა, “-აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამეგრელოში მოქმედი ყველა მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას ინარჩუნებს.






