გიორგი შენგელია: “ჩემი დეკლარაცია არის საჯარო და საბანკო ვალდებულებები დეტალურადაა მითითებული”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის მტკიცებით, გიორგი შენგელიას საბანკო და კერძო პირების ვალი ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.
აღნიშნულ ბრალდებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი შენგელიამ უსაფუძვლო უწოდა და განმარტა, რომ მის ფინანსურ ვალდებულებებზე ინფორმაცია მითითებულია დეკლარაციაში, რომელიც არის საჯარო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს.
“ჩემი დეკლარაცია არის საჯარო და საბანკო ვალდებულებები დეტალურადაა მითითებული. რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, დეკლარაციიდან მალულად მაქვს სხვა ვალდებულებები, სიმართლეს არ შეესაბამება, ბანკებში ჩემი სასესხო ვალდებულება 248 000 ლარს შეადგენს, რომელიც აღებული მაქვს იპოთეკური მიზნობრიობით და დღემდე კეთილსინდისიერად ვიხდი”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.






