ზუგდიდში, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ზუგდიდმა კიგბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს ,,კოლხეთის თასი“ რიგით 10-ე ღონისძიებას უმასპინძლა. ყინულის სახლში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, ქართველებთან ერთად, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კოლხეთის საერთაშორისო ქამარზე ბრძოლებიორ წონით კატეგორიაში 72 და 78 კილოში გაიმართა.
საერთაშორისო ტურნირს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ცნობილი ქართველი ფალავანი გურამ საღრაძე , მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონი დავით ქირია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ღონისძიებაზე გურამ საღრაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.




![ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F623550277_1317312403757444_8588264175123660886_n-1770045401251.jpg&w=3840&q=75)

