stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1603

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4302

დღის ამბები

2589

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

“ნაცმოძრაობის” ლიდერები ჯიხაშკარში ერთ-ერთ ოჯახს მიუვარდნენ [ვიდეო]

13.05.2019 / 13 მაისი 2019
“ნაცმოძრაობის” ლიდერები ჯიხაშკარში ერთ-ერთ ოჯახს მიუვარდნენ [ვიდეო]

,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს. შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ მიზნით მათ მუნიციპალიტეტში ბევრი ადამიანი ჩამოიყვანეს. მანვე ისაუბრა გუშინ, 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის ამსახველი კადრებიც ბრიფინგზე წარმოადგინეს.
კერძოდ, მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია “მიუვარდა” ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა მათი კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიღება. ჩიქოვანის განმარტებით, არ შეუშვეს იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. კადრებში მათ შორის ჩანან კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი.

შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ოპოზიციის მიერ ჩამოყვანილმა ადამიანებმა რეალურად არ იციან, თუ რა ღირებულებებით ცხოვრობს ზუგდიდი.
“ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არავის ვურტყამთ წიხლებს. არავის მივცემთ უფლებას, აქ შექმნას დაპირისპირების კერა. ენმ ცხადად ჩამორჩება და აგებს არჩევნებს. ამიტომ, მათი მიზანია არეულობა”, – განმარტა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მათ პატივი უნდა სცენ მოსახლეობას, რადგან ნებისმიერი პროვოკაცია ხალხისთვის მძიმეა. ამიტომ, მოუწოდა მოქალაქეებს, ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტიის, თუ ოპოზიციისგან იქნება ის, სამართალდამცველებს მიმართონ.

,,ქართული ოცნების” ბრალდებებს უპასუხეს სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში.საარჩევნო შტაბის განცხადებით, კადრები, რომელიც ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ ბრიფინგზე გაავრცელა, დამონტაჟებულია. შტაბის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილის თქმით, მათ სოფელ ჯიხაშკარში ჩვეულებრივი საარჩევნო შეხვედრა ჰქონდათ კარდაკარის პრინციპით, რა დროსაც ძმები ზარანდიები “გამოვარდნენ” და დაიწყეს მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, მისი სიტყვების დასამოწმებლად არსებობს დაუმონტაჟებელი კადრები, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს.

“ოცნებამ იცის, რომ წაგებული აქვს და პროვოკაციაზე გადმოდიანო. არავინ არავისთან არ შეჭრილა. ისინი აყენებდნენ ფიზიკურ დაპირისპირებას ქალებსაც კი და მას მერე ჩავერიეთ. შამახია იქ სიტუაციის განტვირთვის მიზნით შევიდა”, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

Banner 1
წინა პოსტი

სენაკში ადგილობრივ მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა

შემდეგი პოსტი

ნათელა თურნავა – ენგურჰესი არის ერთიანი, ჩვენ აქ ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს შენარჩუნებული

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

“თვალებს ნუ მიბრიალებთ” – დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე [ვიდეო]

“თვალებს ნუ მიბრიალებთ” – დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე [ვიდეო]

ზუგდიდის მერია დამატებით 11 ოჯახს სახლს აუშენებს და 10 ოჯახს „ერთ თბილ ოთახს“ მოუწყობს

ზუგდიდის მერია დამატებით 11 ოჯახს სახლს აუშენებს და 10 ოჯახს „ერთ თბილ ოთახს“ მოუწყობს

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ოდიშში მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა [ვიდეო]

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ოდიშში მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა [ვიდეო]

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება