მერაბ ქვარაია – მე მჯერა, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი შეძლებს ჩვენი ქალაქისთვის უკეთესი მომავლის შექმნას

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, მე-15 საარჩევნო უბანს ოჯახთან ერთად დილის 08:00 საათზე ესტუმრა და საკუთარი არჩევანი პირველმა დააფიქსირა. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს და დღის ბოლოს ყველა ერთად იზეიმებს ამ გამარჯვებას.
“მე მინდა პირველ რიგში ვუსურვო ჩემს ქალაქს წარმატება, სიმშვიდე განვითარება , სტაბილურობა და სწორედ ამ პატარების მომავლის განვითარებისთვის გავაკეთე ჩემი არჩევანი, დარწმუნებული ვარ რომ ეს არჩევნები ჩაივლის მშვიდ და წყნარ გარემოში და მე მჯერა, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი შეძლებს ჩვენი ქალაქისთვის უკეთესი მომავლის შექმნას. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩემს ქალაქს და სრულიად საქართველოს წარმატებებს “-აღნიშნა მერაბ ქვარაიამ






