გუბერნატორის მდივანი: “მითხრეს, რომ ჩემში ერთგულება ვერ დაინახეს და გამათავისუფლეს”

სამეგრელო ზემო- სვანეთის გუბერნატორის მდივანი რუსკა სხულუხია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც STV-თან საუბარში სხულუხიამ განაცხადა, მას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია შეხვდა და უთხრა რომ მასში ერთგულება ვერ დაინახეს.
“შემხვდა ირაკლი ჯიქია და მითხრა რომ ჩვენ შენში ერთგულება ვერ დავინახეთო და გამათავისუფლა,”- განაცხადა STV-თან საუბრისას სხულუხიამ






