სენაკის სამხატვრო გალერეაში შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა 2018-2019 სასწავლო წლების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ცენტრში მოქმედი წრეების 276 მოზარდს – სერთიფიკატი, ხოლო 11-ს – მადლობის ფურცელი გადაეცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი, განახლებული და მრავალფეროვანი პროექტებით, მზადებას ახალი სასწავლო წლისთვის იწყებს.






![ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F623550277_1317312403757444_8588264175123660886_n-1770045401251.jpg&w=3840&q=75)