Nokia ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მეგაფონთან“ არ ითანამშრომლებს

კომპანია Nokia Networks-მა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსულ მობილურ ოპერატორ „მეგაფონთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Cnews.ru ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, „მეგაფონი“ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკუთარი ქსელების Huawei-ს აღჭურვილობაზე გადავიდა, ვინაიდან Nokia Networks-მა რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობაზე პოლიტიკური მოსაზრებების გამო უარი თქვა.






