ინწრას ხეობაში ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინწრას ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო. გაიწმინდა საფეხმავლო გზა და მოხდა მისი გაფართოება.
ხეობაში ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობის სამუშაოებში ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, წალენჯიხის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ალექსანდრე მოწერელიამ ინწრას ხეობა გასულ თვეს დაათვალიერა, რა დროსაც ტურისტული ობიექტზე უსაფრთხოების ჯებირების და ბილიკების მოწესრიგება დაგეგმა. სახელმწიფო რწმუნებული ბიზნეს სექტორს მიმართავს სამეგრელოში არსებული უნიკალური ტურისტული ობიექტების განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ.
სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რაც ტურისტების ხეობამდე მისვლას უფრო კომფორტულს გახდის.
ინწრას ხეობაში 32 მეტრიანი ჩანჩქერი, მღვიმე და კანიონია. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და საუკუნოვანი ხეების წალკოტში, რომელიც საოცარ სანახაობას ქმნის.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო

ბიძინა ივანიშვილი: დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის




