კიბერშეტევა “იმედისა” და “მაესტროზე” და გათიშული მაუწყებლობა

კიბერშეტევა 2000-მდე ვებგვერდზე – თავდასხმის გამო რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო ორი ტელეკომპანიის, “იმედისა” და “მაესტროს” მაუწყებლობა. სახელმწიფო უწყებების გარდა, სხვადასხვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ საკუთარ ქსელზე წვდომა დაკარგა. ადმინისტრაციული ერთეულებისა და სასამართლოების ვებგვერდებზე მუშაობა შეუძლებელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. პირველი კიბერშეტევა დღის პირველ ნახევარში მოხდა, რის შემდეგაც კიბერთავდასხმა, ეტაპობრივად, სხვადასხვა სამსახურზე გავრცელდა.
“იმედი ჰოლდინგის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ გაფუჭებულია ძვირადღირებული კომპიუტერები, დაზიანებულია ტექნიკა, სისტემაზე წვდომას კი კვლავ ვერ ახერხებენ.
ანდრო ლაშხის თქმით, ამ ეტაპისთვის გარდა იმისა, რომ ეს იყო კიბერშეტევა სხვა ინფორმაცია არა აქვთ. მისივე თქმით, ორივე ტელეკომპანიას ძალიან დიდი ზარალი მიადგათ.
დაზარალებული ტელეკომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები ამჟამად გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო

ბიძინა ივანიშვილი: დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის




