stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1604

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4303

დღის ამბები

2590

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

მერაბ ქვარაიამ “სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში” პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

28.10.2019 / 28 ოქტომბერი 2019
მერაბ ქვარაიამ “სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში” პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ “სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში” პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი “სამოქალაქო ბიუჯეტი” არის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ეს მიმართულება ერთგვარი სიახლეა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. იგი არის მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის ეფექტური ინსტრუმენტი, რა დროსაც მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, თავად წარმოაჩინონ პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, წარმოადგინონ პროექტები, ლობირება გაუწიონ მათ, არჩევნების გზით მიაღწიონ გამარჯვებას – დაფინანსებას შემდგომი წლის ბიუჯეტში და შესაბამისად ამ პროექტების განხორციელებას.

„პროცესი არის ძალიან საინტერესო, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული და ჩართულობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით აღჭურვილი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ რომ სწორედ პარლამენტში უნდა მომხდარიყო ამ საკითხზე მსჯელობა. თუ ჩავთვლით, რომ ამ პროექტს ჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ამ მიმართულებით, ვითანამშრომლოთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მოვამზადოთ შესაბამისი საკანომდებლო წინადადება და ავსახოთ კანონმდებლობაში“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ ქვარაიამ.

მისივე განცხადებით, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 29 ნოემბერს გაიმართება, სადაც საბოლოოდ შეჯერდება ჩართული მხარეების პოზიციები, პროექტის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ.

Banner 1
წინა პოსტი

ალექსანდრე მოწერელიას ინივციატივით, ნოემბრის თვეში რეგიონის მაშტაბით გამწვანების აქცია გაიმართება

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში, გარდაცვლილი პაციენტის შვილმა მკურნალ ექიმს სცემა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

სენაკის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მერმა რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მერმა რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სენაკის მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

სენაკის მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღის ამბები

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო