მამა ანდრია სარია – ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას

მეუფე პეტრეს გადაყენება შოკი იყო მოსახლეობისთვის, თუმცა ეკლესიის ისტორიას ახსოვს უამრავი მსგავსი გადაწყვეტილება, მათ შორის იოანე ოქროპირიც გადააყენეს სიმართლის თქმისათვის და ეს ახალი არ არის, – განაცხადა მარტვილის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ.
მარტვილში, ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები მეუფე პეტრეს რეზიდენციაში დღეს შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან უსამართლობას.
„ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას, შეუძლებელია, შევეგუოთ უსამართლობას, უსამართლო გადაწყვეტილებებს. ჩვენი მოთხოვნა იქნება ისეთი, როგორიც საჭიროა. ვაცადოთ ჩამოსვლა, როცა ჩამოვა, თქვენც გაიგებთ რისი უფლება და მოვალეობები ექნება და ჩვენ როგორ ვუყურებთ მას“, – აღნიშნა ამბროსი სარიამ.






