stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1603

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4302

დღის ამბები

2589

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ზუგდიდში კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

24.11.2019 / 24 ნოემბერი 2019
ზუგდიდში კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

ზუგდიდში, სკეიტ- პარკის ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კოლხური ღვინის ფესტივალი “დია” გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის მასშტაბით არსებული ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო. მოეწყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასებში მიეღოთ.

ღონისძიებაზე ყურძნის კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.

მხარის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელია თქმით, აღნიშნული ღონისძიება მეღვინეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, სამეგრელოში ეს სექტორი ნაკლებად არის განვითარებული.

“ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ყოველწლიურად მოხდეს მისი აღნიშვნა. მიზანი არის მეღვინეობის პოპულარიზაცია ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცნობილია, როგორც ღვინის სამშობლო. ეს სექტორი ჩვენს რეგიონში ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. ეს ღონისძიება კი ამ სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. წარმოდგენილია ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი რაც იწარმოება, როგორც ჩვენს რეგიონში ასევე მთელს საქართველოში”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა მიიღეს. წალენჯიხელი მეღვინე სერგო ჭანტურია, რომელსაც ცხრა სახეობის ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი, ამბობს რომ მეგრულ ღვინოებს საქართველოში ნაკლებად იცნობენ. მეღვინე იმედოვნებს, რომ ღვინის წარმოების განვითარებასთან ერთად, ძველი მეგრული ვაზის ჯიშებიც აღდგება.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. “დია” დაუბრუნდა კოლხეთს ნამდვილად. წარმოდგენილი მაქვს ცხრა სახეობის ღვინო. ორი მათგანი არის აფხაზური წარმომავლობის, ენდემური ჯიშებია. სამეგრელოს ვაზის 58 -მდე ჯიში აქვს , რომლებიც სამწუხაროდ დაიკარგა. ფაქტიურად უკვე იწყება მათი აღორძინება. ჩვენი მარნის ღვინო იყიდება შიდა ბაზარზე. ჯერ საქართველოშიც არ იციან მეგრული ღვინის შესახებ”, – ამბობს სერგო ჭანტურია.

Banner 1
წინა პოსტი

აკაკი გოგსაძე – ღვინის ფესტივალზე ჩვენი კომპანია წარადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას

შემდეგი პოსტი

იონა მეუნარგიას დაბადებიდან 167-ე წლისთავი აღინიშნა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

24 ნოემბერს ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართება

24 ნოემბერს ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართება

ზუგდიდში “აზრთა ფესტივალი ” გაიმართა

ზუგდიდში “აზრთა ფესტივალი ” გაიმართა

ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიმართა

ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიმართა

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება