ფონდმა “მოძრაობა მომავლისთვის (მომო)” ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა

ფონდმა “მოძრაობა მომავლისთვის (მომო)” ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა.
გალის საავადმყოფოსთვის შეძენილი იქნა : 2 ცალი პილსოქსიმეტრი, 50 ყუთი ნიტრილის ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები, 400 ცალი ხალათი, 28 ყუთი ლატექსის ხელთათმანი.






