ზოდელავა – ბიზნესმენის დაცვის სამსახურის უფროსის დაკავება ამ საქმის ჩაფარცხვის მცდელობაა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ენმს ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ,, ბიზმესმენის დაცვის სამსახურის უფროსის დაკავებაა ამ საქმის ჩაფარცხვის მცდელობა და ხელისუფლებას სურს რომ ამ მეთოდით მთავარი დამნაშავეების ბრალეულობა დაიმალოს”- ამის შესახებ ზოდელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ამ მეთოდით ხელისუფლებას ასევე სურს რომ მოწმეებზე ზეწოლა განახორციელოს და ჩანაწერებში მოქმედ მთავარ გმირებს ხელი დააფაროს, რასაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები არ დაუშვებენ.





