წალენჯიხაში, მარტოხელებს და ხანდაზმულებს 50 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდათ

წალენჯიხის მერია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, მძიმე სოციალური პირობების მქონე 550-მდე ხანდაზმულ და მარტოხელა მოქალაქეს 50 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი დაურიგდა.
ადგილობრივებს ვაუჩერი მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დაურიგეს. გრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა.
ამავდროულად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი უფასო სოციალური სასადილო სრული დატვირთვით მუშაობს, რომლის ბენეფიციარებსაც დღიურ ულუფას მოხალისეები საცხოვრებელ სახლებში აწვდიან.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო

ბიძინა ივანიშვილი: დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის




