“წაჩხურობა”-ს კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ რამდენიმე უშვილო წყვილი და მომლოცველი ესწრება

მარტვილში, სალხინოს მთავარანგელოზის სახელობის მონასტერში “წაჩხურობა” უჩვეულოდ აღინიშნება. მაშინ, როდესაც გასულს წლებში იქ ფეხით ათასობით ადამიანი ადიოდა, წელს, საგანგებო ვითარებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე უშვილო წყვილი და მომლოცველი მივიდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ისინი მონასტერს მალევე ტოვებენ.
სასულიერო პირებმა კი, წირვა ღამისთევით ჩაატარეს. ადგილზე რამდენიმე სამართალდამცავია მობილიზებული.
ტრადიციულად ამ დღეს სალხინოში მომლოცველები, უმეტესად უშვილო წყვილები, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიან. იქ ამ დღეს აკვნების კურთხევაც იმართება.






