stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1603

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4302

დღის ამბები

2589

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭოს სხდომა გაიმართა

18.05.2020 / 18 მაისი 2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭოს სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას ინიციატივით, 2020 წლის ბიუჯეტში აისახა ,,მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს ე.წ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ერთგვარ ანალოგიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩებსა და უბნებში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

„მწვანე ბიუჯეტის“ დებულებაში შედის ცვლილებები, კერძოდ: პროექტის ღირებულებაზე დაწესებული ზედა ზღვარი 10 000 (ათი ათასი) ლარიანი ლიმიტი უქმდება, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მიერ გადასახდელი ჯამური ღირებულების 10%-იანი ბარიერი 5%-მდე დაიწევს. ასევე საპროექტო განაცხადების მიღების ვადა, ნაცვლად 25 მაისისა გაგრძელდება 10 ივნისამდე.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 10 ივნისის ჩათვლით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. #45, II სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sakrebulozugdidi@gmail.com


პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95 პროცენტი.

საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 (ასი ათასი) ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

#ერთად_გავამწვანოთ_ზუგდიდი!

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591 44 53 27 – სანდრო სორდია – საკრებულოს წევრი.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სკამები და საპირფარეშოს კარი დააზიანეს

შემდეგი პოსტი

ალექსანდრე მოწერელია: ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – ოპოზიციამ სხდომა დატოვა

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – ოპოზიციამ სხდომა დატოვა

ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

დღის ამბები

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება