ხობში, სახელმწიფო სუბსიდიით 390 ბენეფიციარმა ისარგებლა

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიით ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა 390 ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა. მოქალაქეებს ბარათის მიღება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრსა და ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლიათ.
პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენას შეძლებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები.
საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.





![სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის ადმინისტრაციის შენობაზე პატრიარქის ბანერი განთავსდა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F03%2F2-1774079831887.jpg&w=3840&q=75)
