stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1604

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4303

დღის ამბები

2590

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

სამეგრელოს გუბერნატორი ჩხოროწყუში სოფლის მეურნეობის საწარმოების მუშაობას გაეცნო

10.06.2020 / 10 ივნისი 2020
სამეგრელოს გუბერნატორი ჩხოროწყუში სოფლის მეურნეობის საწარმოების მუშაობას გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაფნის საწარმო ,,ჯუმითი 2014“-ს სტუმრობდა. საწარმო პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს.

დაფნის საწარმო სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა და წელს 100 ტონაზე მეტი ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს. საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული, ის უკრაინის და ჩინეთის ბაზარზე გადის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა. „ჯუმითი 2014“- ს სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს, კომპანია მათი მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

დაფნის საწარმოში პანდემიის პერიოდში არსებულ სამუშაო პროცესს და კომპანიის გეგმებს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნენ.

სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში, რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებს და კრეფის პროცესს გაეცნო. შ.პ.ს. ,,კოლხი 2018“-მა ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია მოახდინა, კრეფის პროცესში 50 ადგილობრივია დასაქმებული და მათი დღიური ანაზღაურება 35-დან 50 ლარამდეა.

ალექსანდრე მოწერელია ასევე იმყოფებოდა სოფელ ლესიჭინეში მეღვინეობა ,,ხარებას“ სანერგე მეურნეობაში, სადაც ვაზის კოლხური ჯიშებია მოშენებული, სახელმწიფო რწმუნებულმა კოლხური ღვინის პოპულარიზაციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩვენ დღეს ვიმყოფებით სოფელ ლესიჭინეში, ეს არის ერთ-ერთი უძველესი კერა მევენახეობის. სასიხარულოა, რომ კომპანია „ხარებამ“ გააშენა ძველი კოლხური ჯიში „ოჯალეში“, კოლხური „საფერე“ და ასევე გაშენებული აქვთ სხვადასხვა ლოკაციებზე ენდემური ჯიშები. მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი დარგია ჩვენი რეგიონისთვის, მისასალმებელია, რომ სწორედ აქ დაიწყო ამ უძველესი დარგის აღორძინება. მე მინდა ასევე მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს ვინც დაინტერესებულია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებით , სამეგრელო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ მხრივ და უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინონ“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო მუხურში ხარების საფუტკრე მეურნეობას, რომელიც ბიოთაფლზე მუშაობს.

Banner 1
წინა პოსტი

ანაკლიაში, ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში, სოციალური სახლი 25 ოჯახს აუშენდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სამეგრელოს გუბერნატორი ფოთში არსებულ პრობლემებს გაეცნო

სამეგრელოს გუბერნატორი ფოთში არსებულ პრობლემებს გაეცნო

სამეგრელოს გუბერნატორი ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

სამეგრელოს გუბერნატორი ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

სამეგრელოს გუბერნატორი “სოფლად თემთა განვითარების” სააგენტოს მიღწევებს გაეცნო

სამეგრელოს გუბერნატორი “სოფლად თემთა განვითარების” სააგენტოს მიღწევებს გაეცნო

დღის ამბები

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო