“თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ, ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

- “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ, ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა. თუ ვინ იქნება პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ზუგდიდში, კუკავას განმარტებით, პარტიაში ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ.
“ჩვენ “თავისუფალი საქართველო” ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას ზუგდიდიდან, როდესაც დაბანაკდა უკვე მთელი ოპოზიცია და დაიყო მიშას და ბიძინას მომხრეებად,ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ქართველ ხალხს, მესამე, თავისუფალი არჩევანი. არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ არცერთ მათგანთან, არც პროპორციული და არც მაჟორიტარული კანდიდატების თვალსაზრისით და ვიყრით კენჭს დამოუკიდებლად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ის დამღუპველი ლიბერალური კურსი შევცვალოთ, რომელსაც ერთნაირად ატარებდნენ შევარდნაძე სააკაშვილი და ივანიშვილი”, – განაცხადა კუკავამ.
კახა კუკავას განცხადებით, ზუგდიდელ ამომრჩევლებს მათი მთავარი პროგრამა წარუდგინეს, რომელიც იაფ მედიკამენტებს მოიცავს.
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული

ფოთში საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა შორის საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი




