სოფლის რწმუნებულები აცხადებენ, რომ “ლელოს” ადვოკატირებას არ საჭიროებენ

- ზუგდიდის 8 სოფელში სოფლის რწმუნებულებს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ. ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ოფისში გაკეთდა.
„მასობრივად ათავისუფლებენ თანამდებობიდან მერის წარმომადგენლებს სამსახურიდან. ვვარაუდობთ, რომ ეს უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა მმართველ პარტიას ამ სოფლებში და ახლა ზომებს იღებენ. ჩვენი ვარაუდით, ადამიანებს უკანონოდ ათავისუფლებენ. თუ გათავისუფლებულები გადაწყვეტენ ამაზე საუბარს ჩვენ გვერდზე დავუდგებით. ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არ ვაჟღერებთ მათ შესახებ “, – ამბობს პარტიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი.
თავის მხრივ, მერის რწმუნებულები STV-თან აცხადებენ, რომ “ლელოში” გაკეთებული განცხადებები აბსურდულია და ემსახურება პოლიტიკურ ვაჭრობას. ამასთან, მათი განცხადებით, ისინი ისევ მმართველი პარტიის ერთგულად რჩებიან და არ საჭიროებენ “ლელოს” ადვოკატირებას.






