დაკავებული მაღალჩინოსანი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც საოკუპაციო საზღვართან განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა, დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით აწარმოებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.









