ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო არასოდეს არ შეეგუება ოკუპაციას

- ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მაჟორიტარობის კანდიდატი დღესვე ომში გარდაცვლილი ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავებზე იმყოფებოდა და მათ მშობლებს ქვეყნის ერთიანობისთვის თავდადებული შვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
,,დღევანდელი დღე უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ეს დღე განსაკუთრებული სიმძიმით შეიგრძნო და ჩვენ დღესაც, ყოველდღიურად ვაგრძელებთ რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგების ხილვას. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო არასოდეს არ შეეგუება ოკუპაციას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გააგრძელებს მის აქტიურ ქმედებებს, რათა ჩვენ მივაღწიოთ მშვიდობიან დეოკუპაციას. ეს არის მიზანი, რომელიც ართიანებს მთლიანად საქართველოს და რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.






