მარტვილში ბანძის სიონობა და დეკანოზ ანტონ კეკელიას 100 წლისთავი აღნიშნეს

- დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ბანძის ცენტრში, სხვადსხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა. დღესასწაულის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა მამა ანტონის სახლში, სადაც ისაუბრეს დეკანოზის ცხოვრებაზე და მის მოღვაწეობაზე.
დღეასწაული გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, ანსამბლი ერისიონი, ფოლკლორული ჯგუფები და ქართული ესტრადის მომღერლები.
დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერი პირები და სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მოსახლეობა დაესწრო. დეკანოზი ანტონი ერთ-ერთი გამორჩეული მოძღვარი იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული რეგიონში 15-მდე სკოლის, 2 გიმნაზიის და სასამართლოს გახსნა. ის ზრუნავდა არა მარტო თავის მრევლზე, არამედ სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებზე, კერძოდ ბანძაში მცხოვრებ ებრაელებზე.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო

კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12-ვე პუნქტის 100%-ით შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს, მეტიც უკრაინასა და მოლდოვას შარშან უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს




