ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობასთან

- ,, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დასრულებულია ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მათ შორის, სოფელ აბასთუმნის გზა, სადაც გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს “- განაცხადა ,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა აბასთუმანში გამართულ შეხვედრაზე.
აბასთუმანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და იგეგმება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. აბასთუმნის შემდეგ შეხვედრა ურთაშიც გაიმართა: აქ წლების განმავლობაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოთხ ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენდა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელმაც მძიმე პირობების მქონე ბევრ ოჯახს შესაძლებლობა მისცა ახალ სახლებში ეცხოვრა” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეხვდრას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას
![ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგი ზუგდიდში და ირაკლი ჩიქოვანის პასუხი [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FOuVUWrLd2Lo%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგი ზუგდიდში და ირაკლი ჩიქოვანის პასუხი [ვიდეო]



