მე-4 საჯარო სკოლაში სამუშაოები დილიდან განახლდა – მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს

მე-4 საჯარო სკოლაში სამუშაოები დილიდან განახლდა. განსხვავებით გუშინდელი ფაქტისა, დღეს მუშებმა მედიასთან საუბარიც ისურვეს და განმარტებაც გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ გაუგებრობას ქონდა ადგილი და პრობლემა მოგვარებულია.
„ აქ სამი ჯგუფი მუშაობს, ფაქტიურად დრო წაიღო, დატვლის პროცესმა და სწორედ ამიტომ მუშებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელფასი იგვიანებდა, ეს გაუგებრობა აღმოფხვრილია, კომპანიასთან ყველაფერი მოგვარებულია და მაქსიმუმ 3 დღეში ხელფასი დაერიცხება თითოეულ მუშას. იყი აქ გუშინ შეკრება მაგრამ თემა ამოწურულია“ – განუცხადა ჟურნალისტებს გალაქტიონ ძიძავამ.
ჩინური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი მარიამ კვერნაძე მუშების ხელფასების დავალიანებას უარყოფს. მისი თქმთ, ობიექტზე სხვადასხვა გუფი მუშაობს და შესაბამისად დრო წაიღო რაოდენობრივად შესრულებული სამუშაოს დათვლამ, ეს იყო და ეს, აქ დაფიქსირდა მცირედი უზუსტობები და ესეც გამოსწორებულია, მუშებს კომპანიის მხრიდან არანაირი დავალება არ გააჩნიათ“- განაცხადა კომპანიის დირექტორის მოადგილე მარიამ კვერნაძემ.ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს პროექტის ფარგლებში სამუშაოები ზუგდიდის 5 სკოლაში ხორციელდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია „ავიკ გრეითვოლ დადი კონსტრაქშენ გროუპ კო“ აწარმოებს.
ცნობისთვის, გუშინ ადგილზე მისულ STV-ს გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება არ მიეცა.






