stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1604

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4303

დღის ამბები

2590

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

სამეგრელოში საცხენოსნო დოღი გაიმართება – საპრიზო ფონდი 25 ათასი ლარია

27.09.2018 / 27 სექტემბერი 2018
სამეგრელოში საცხენოსნო დოღი გაიმართება – საპრიზო ფონდი 25 ათასი ლარია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამეგრელოში აარსებს საცხენოსნო დოღს ანაკლიის თასზე, რომელიც ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

წელს დოღი პირველად 29 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ.

საცხენოსნო დოღის „ანაკლიის თასი 2018“ საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენს. ის სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე დოღში მონაწილეობას ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე – ინგლისური ჯიშის ორწლიანი, ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მიიღებენ.დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრებიან,  რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას შეუწყობს ხელს.

“ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ,“ – განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის, ქალაქისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებელი კომპანიაა, რომელიც პორტის მშენებლობის გარდა რეგიონში სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ პროექტს ახორცილებს. აქედან გამომდინარე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ცხენოსნობის განვითარებასა და ახალ საფეხურზე აყვანას. ცხენოსნობას, რომელსაც სამეგრელოში ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, უძველესი დროიდან მისდევდნენ და დიდი ისტორია და ტრადიციები გააჩნია.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად დიდი საცხენოსნო შეჯიბრის მხარდამჭერები “თიბისი ბანკი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტია.

დოღი 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდსა და ანაკლიას შორის, სოფელ ინგირის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება.

 

 

Banner 1
წინა პოსტი

სამეგრელოს გუბერნატორმა ზუგდიდის საკრებულოში დახურული შეხვედრა გამართა

შემდეგი პოსტი

ყნოსვითი მეხსიერება… (პაპუნა შუშანიას დღიურებიდან)

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მალთაყვაში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება

მალთაყვაში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა სამეგრელოში

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა სამეგრელოში

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ სამეგრელოში გაიმართება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ სამეგრელოში გაიმართება

დღის ამბები

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო