stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1604

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4303

დღის ამბები

2590

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ფოთის მუნიციპალიტეტმა 9 ავარიული გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა

16.09.2020 / 16 სექტემბერი 2020
ფოთის მუნიციპალიტეტმა 9 ავარიული გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა
  • ფოთის  მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია იწყება. ფოთის მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში გზის საფარი მოეწყობა 3,4 კმ-იან გზის მონაკვეთზე  შემდეგ ქუჩებზე:

✔️ბესიკის ქუჩა;

✔️კოლხეთის ქუჩა;

✔️შალვა ამირანაშვილის ქუჩა;

✔️ალექსანდრე მოწერელია ქუჩა; 

✔ფაზისის ქუჩა;

✔️მემედ აბაშიძის ქუჩა;

✔️ქორქიას ქუჩა;

✔️ქორქიას ჩიხი (ქორქიას მე-7 საჯარო სკოლამდე);

✔️კოკაიას ქუჩა.

 „მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ფოთის  მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.ამჯერად ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების პროექტის განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დასრულების შემდეგ, ფოთში აღარ იარსებებს ქუჩა, რომელზეც გზის საფარის  პრობლემა გვექნება და მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.

ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად  გაგრძელდება.უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს 4 ქუჩის ( თამარ მეფის, ბერდიანსკის,თავდადებულის, იერუსალიმის) რეაბილიტაციაზე – განაცხადა ფოთის მერმა.

აღსანიშნავია, რომ  ფოთში გრძელდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.დღემდე ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2021 წლიდან, მასშტაბური სამუშაოების დასრულების შედეგად, 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. 

პარალელურად, ფოთის მუნიციპალიტეტში  საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 ქუჩაზე   7,2 კმ გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც 8 285 296 ლარი იხარჯება.

Banner 1
წინა პოსტი

ინფიცირებულ ჯარისკაცს სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია

შემდეგი პოსტი

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 – კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდში 34 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

ზუგდიდში 34 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

დღის ამბები

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო