ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ამ დრომდე 400-მდე ბიოლოგიური მასალაგაიტესტა. მათ შორისაა ზუგდიდის კლასტერი და კონტაქტები მუნიციპალიტეტის მერიიდან და საკრებულოდან.
როგორც STV NEWS-მა გაარკვია გატესტილი ბიოლოგიური ნიმუშებიდან ყველა გამოკვლეულ ნიმუშზე პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა.
ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ კიდევ დარჩა 300-მდე ბიოლოგიური ნიმუში, რომელზეც მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება PCR კვლევა. ერთიანი შედეგები ხვალ დილას გახდება ცნობილი.






