მაღალჩინოსნების ხელფასებზე და დანამატებზე ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა

ვებგვერდზე Datalab.ge მაღალჩინოსნების ხელფასების, დანამატების, სამივლინებო, საწვავისა თუ სხვა სახის ხარჯების შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია.
800-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემთა ბაზა ვებგვერდზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ატვირთა. ვებგვერდზე ინფორმაცია მუდმივად განახლდება.
საჯარო ადმინისტრირება, ფინანსები, ტრანსპორტი, საზოგადოება, ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, დანაშაულის სტატისტიკა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური საკითხები – ეს ის მიმართულებებია, რაზეც ინფორმაციის მიღება ვებგვერდზე შეიძლება.
მსგავსი სიახლეები

მარტვილში ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის და გიორგი ჭყონდიდელის ხატები განთავსდა

ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას



