გამარჯვებიდან 6 წლის თავზე მმართველი გუნდი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს

1 ოქტომბერს, 10.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში“ მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართება.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, პოლიტიკური განცხადება გაკეთდება.
შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრებიან.






